|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტესტირების დროს სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა

  შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფოსის, მაია გაბუნიას თქმით, ქუთაისში ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა ტესტირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, საჩივრები მათთან არ შესულა. შეფასებისა და გამოცდეის ეროვნულ ცენტრში საჩივრებს დღის ბოლოს და ხვალისთვის ელოდებიან. „ჯერჯერობით, კონკურსანტებს გამოუქვეყნდათ თავიანთი ნაშრომები, სწორი პასუხებით. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ავინთ ნამუშევრებს. რაც შეეხება პრეტენზიებს, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის, ან ხვალისთვის შემოვა,  რასაც განიხილავენ და გაეცემათ პასუხები“- ამბობს მაია გაბუნია.

მისი თქმით, ტესტირების დროს  სერიოზულ დარღვევ არ დაფიქსირებულა: „სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, იყო ერთეული შემთხვევა,  როდესაც კომპიუტერს შეექმნა პრობლემა და ისიც მალევე გამოსწორდა.“ - განუცხადა "Newpress.ge"- მაია გაბუნიამ. ადგილორივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა გამოცდას მონიტორინგს თბილისიდან მოწვეული 80-მდე დამკვირვებელი და არასამთავრობო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნებიუწევდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა