|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 1250-მდე აბონენტი საჩუქრად გაზის მრიცხველს მიიღებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" - იმერეთის ქუთაისის ბიზნესცენტრი ქუთაისის 1250-მდე აბონენტს საჩუქრად მრიცხველს აძლევს. მრიცხველს დაუყენდება სპეციალური მოდემი, რომლის საშუალებითაც სახლში შეუსვლელად ჩვენების აღება თანამგზავრით იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში,  ახალ მრიცხველებს ქუთაისის ნიკეას ქუჩაზე მდებარე თექვსმეტი ბინის მაცხოვრებლები მიიღებენ.

"ეს არის საცდელი პროექტი. ნიკეაზე ვცდით ჯერ მე-12 საუბნო მრიცხველზე, რომელიც 16 ბინაზეა გათვლილი. რომ მოვრჩებით, შემდეგ, სავარაუდოდ, მთელი ქუთაისის გამრიცხველიანება დაიწყება." - აღნიშნა აღრიცხვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბადრი ტყეშელაშვილმა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა