|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტესტირების შედეგებს ქუთაისიდან სამი კონკურსანტი აპროტესტებს

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების ტესტირებაგავლილი მსურველებიდან სააპელაციო განაცხადი, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან მხოლოდ სამმა კონკურსანტმა შეავსო. ამის შესახებ "Newpress.ge"- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ შეატყობინ. „ამ დროისათვის ქუთაისიდან შემოსულია მხოლოდ სამი სააპელაციო განცხადება, შედეგების გასაჩივრებისთვის კონკურსანტებს ვადა ხვალამდე აქვთ, ამიტომ, შესაძლოა, საჩივრების რაოდენობა გაიზარდოს. სააპეაციო კომისია განიხილავს პრეტენზიებს და  შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.“- განაცხადა მაია გაბუნიამ.

 ტესტირების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კონკურსის მესამე ეტაპი, გასაუბრება, დაიწყება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა