ქუთაისის მერიაში ტესტირების ბარიერი 53 კონკურსანტმა ვერ გადალახა
ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველთა ტესტირებზე 902 კონკურსანტიდან 796 გამოცხადდა. ტესტირების ეტაპი კონკურსანტების ნახევარზე მეტმა გადალახა- ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტესტირების ეტაპი ნახევრზე მეტმა, 401 კონკურსანტმა დაძლია, ეს საერთო რაოდენობის ნახევრზე მეტია. მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდა 58 ქულა. 50 ქულაზე მეტი მიიღო 157-მა მონაწილემ, ატესტაციას დაქვემებარებული 131 საჯარო პირიდან ბარიერი გადალახა 78-მა მონაწილემ, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 60 პროცენტია“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ატესტაციას დაქვემდებარებული კონკურსანტებიდან ბარიერი ვერ გადალახა 53 ატესტანტმა.
ავტორი: ანა ჯიქია