|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარი ხდება

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 43 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, შესაძლებელია, 2 მილიონით კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ "Newpress.ge"-ს ქუთაისის მერმა ახლახანს განუცხადა. მისი თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანის მიზნით  საკრებულოსათვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვენ.

"განსახლველ წარდგნილი დაახლოებით 43 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი, თუმცა მას  ახლა უკან გამოვითხოვთ. თანხის ოდენობა შეიძლება კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს.  ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან მივიღეთ. ესაა მთელი წლის მუშაობის შედეგი.   შემოსავლების ზრდამ  მოგვცა საშუალება, გაგვეზარდა ბიუჯეტი."-განაცხადა შოთა მურღულიამ. მისი თქმთ, აღნიშნული ზრდა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მაინც არაა: "ბუნებრივია, ყველა მოთხოვნას მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ დამატებით გარკვეულ საკითხებს დავაფინანსებთ."

ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური სფეროა, ადმინისტრაციული ხარჯების კი შემცირება   იგეგმება.

 

 


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა