|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ცამციშვლის საქმეზე განაჩენი არ გამოცხადდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის,  თემურ ცამციშვილის საქმის საბოლოო განხილვა გაიმართა. მოსამართლემ, თეიმურაზ დგვარელმა მოსმინა  როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარ

ცამციშვილის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გამამართლებებლი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა: "ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ შეუძლებებლია,  მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ვიმედოვნებ, რომ  სამაგალითო განაჩენი დადგება"-განაცხადა ველიჯანაშვილმა.

პროკურატურამ ცამციშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ითვალისწინებს.

 ამ დროისათვის  უცნობია, როდის გამოაცხადდება საქმეზე საბოლოო განაჩენი.

სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, გიორგი თევდორაძე და აკაკი მინაშვილი,  ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ესწრებოდნენ.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა