|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროინტეგრაცია-გააზრებული არჩევანი"

პროექტის "ევროინტეგრაცია - გააზრებული არჩევანი" ფარგლებში, დღეს,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების ხელშეკრულების არსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მონაწილეებმა სტუდენტებს ევროინტეგრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. 

 შეხვედრაზე ასევე განმარტებები გააკეთეს სტუდენტური კონფერენციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

პროექტი "ევროინტეგრაცია _ გააზრებული არჩევანი"  დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს 40 რეგიონში გაიმართა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა