ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში რამდენიმე კანონპროექტი მუშავდება
ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში რამდენიმე კანონპროექტი მუშავდება. უმრავლესობის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და გედევან ფოფხაძე ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. როგორც ცნობილია, სწორედ ეს მიდგომაა მისაღები მთავრობისათვის.
უმრავლესობაში მზადდება კიდევ
ერთი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. ამ პროექტზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მუშაობს.
ამავე პროექტით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ღიად რჩება საკითხი მეორე "გასაღებთან" დაკავშირებით.
მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებაც. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.
საუბრობენ კანონპროექტის მეოთხე ვარიანტის არსებობის შესახებაც, რომელიც ახლოს დგას არასამთავრობოთა მიერ მომზადებულ პროექტთან.
მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში დღეს იკრიბება.
სავარაუდოდ ამ დღეებში გაირკვევა, თუ რომელი კანონპროექტის განხილვას შეუდგებიან საბოლოოდ დეპუტატები.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა