ქუთაისის შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრმა გახსნა
"ჩვენ გავხსენით აღმოსავლეთ-დასავლეთის
ჩქაროსნული მაგისტრალის დიდი პროექტის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ", -
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას, მან მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს,
მათ შორის იაპონიის მთავრობას, გაწეული
დახმარებისათვის.
შემოვლითი გზის გახსნას საქართველოში იტალიისა და იაპონიის
სრულუფლებიანოი ელჩები, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, იმერეთის
გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩვენი ქვეყანა ამ გზით
ევროპასა და აზიას დააკავშირებს",-აღნიშნა გზის გახსნისას ინფრასტრუქტურის
მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს უერთდება.
პროექტს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და საქართველოს
მთავრობასთანერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 1000–მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.
ავტორი: ანა ჯიქია