ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები ქუთაისს შემოუერთდება
ავტომაგისტრალის ახლადგახსნილი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიები ქუთაისს შემოუერთდება-ეს
ინიციატივა დღეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა
მეფარიშვილმა გაახმოვანა.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის
გახსნამ ქუთაისის ჩიხში მოქცევა რომ არ გამოიწვიოს, აქტიურად განიხილება პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ. ამ პროექტის თანახმად - საავტომობილო გზის ორივე მხარეს მდებარე, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სასოფლო და არასასოფლო ტერიტორიების ქუთაისის საზღვრებში შემოერთება იგეგმება. ამ ინიციატივის უზრუნველყოფა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გარანტიაა"- განცხადა ზაზა მეფარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას.
პროექტის განხორციელების ვადები, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი: ანა ჯიქია