სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტი დააფიქსირა
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტი დააფიქსირეს, მათ იატაკზე, სველ ტანსაცმელებში მყოფი, ხელ-ფეხით ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით მიბმული ორი პატიმარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, შემთხვევა 2014 წლის 12 ნოემბერს მოხდა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ-ერთ განყოფილებაში პატიმრებთან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ომბუცმენის აპარატის ინფორმაციით, რწმუნებულებმა ყვირილისა და ჩხუბის ხმა გაიგეს, დერეფანში კი სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ინციდენტის ადგილზე მათ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, მათ საშუალება მიეცათ ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ.ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით აიატაკზე. მ.უ.-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა