"ქვეყნის უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს"
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი უკანონო მოსმენების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს სად რა ხდება, თუმცა ამის გაგება ადამიანის უფლებების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. "უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამიტომ უნდა შევიმუშაოთ ისეთი პუნქტები, რომლებიც ამ ორ სიკეთეს დაიცავს. ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ. ჩვენ უნდა ვიციდეთ, სად რა ხდება, რადგან ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ჩვენი ქვეყნის მიზანი ევროპის წევრად გახდომაა“-განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს ქუთაისში.
ავტორი: გიგა გელხვიიძე