|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახი კახიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა

კახი კახიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება. ის ნანუაშვილს  მიმართავს, ციხეში ცემისა და წამების ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაციის შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სამინისტროს აცნობოს. მისივე თქმით, უწყებას 12 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. "სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში 12 რიცხვში მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ჩვენ რომ გვცოდნოდა კონკრეტულად ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმა, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეშვეობით დაგვედგინა შესაძლო დაზიანების წარმოშობის მექანიზმი",-განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ.

კახიშვილი ნანუაშვილს სთავაზობს, მივიდნენ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაშიდა ერთად შეხვდნენ პატიმრებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამით მიაღწევენ  იმას, რომ  გენერალური ინსპექციის მიერ დადებული დასკვნა  სადავო აღარ გახდება. 

"სისტემა არის გახსნილი და სახალხო დამცველთან ერთად კოორდინირებულად მუშაობისთვის მზად ვართ. ამიტომ თუ ნანუაშვილი შეძლებს და ერთად შევხდებით პატიმრებს, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მანამ, სანამ გენერალური ინსპექცია საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, გენერალური ინსპექცია საქმეს იძიებს და იმ შემთხვევაში,  თუ გამოიკვეთება სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.   


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა