ქუთაისში მომხდარი, ტაქსის მძღოლის მკვლელობა გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა,
რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის
მძღოლს,
1954 წელს
დაბადებულ
ივანე
რ-ს, ბლაგვი
საგნით
სხეულზე
სხვადასხვა
სახის
დაზიანებები
მიაყენა
და
შემთხვევის
ადგილიდან
მიიმალა.
ივანე
რ.
მიყენებული
დაზიანებების
შედეგად
ადგილზე
გარდაიცვალა.
პოლიციამ
ცხედარი
მომხდარიდან
რამდენიმე
საათში
ავტომობილში
აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ზაზა ჯ. ქუთაისში
დააკავეს.
დაკავებული
აღიარებს
ჩადენილ
დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)
წყარო: police.ge
ავტორი: ნიუპრესი