შსს-ს მონაცემებით, დანაშაულმა წინა წელთან შედარებით იკლო
შსს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რეგისტრირებულია 2283 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 1555.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 68,11%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,94 %.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.
ავტორი: ნიუპრესი