|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა იცოდეს უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მსურველმა

,,რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში გამგზავრების მსურველმა- ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის ჩვენება გაიმართა.  ფილმი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს თურქეთში ან საბერძნეთში წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ. მასში ასახულია ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც საქართველოდან ჩასულ მიგრანტებს ახალ ქვეყანაში ადაპტაციას  გაუადვილებს.  ილმი მოგვითხრობს იმ საფრთხეებზე, რასაც უცხო ქვეყანაში ჩასული ემიგრანტები უნდა მოერიდნონ.   როგორია სიტუაცია დასაქმების მხრივ და რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა ტრეფიკინგის საფრთხისგან თავის ასარიდებლად.

შრომითი ტრეფიკინგის საკითხი აქტიურია თურქეთში, როდესაც დასაქმებულებს უხელფასოდ ტოვებენ. დასაქმებულებს ჰგონიათ, რომ რადგან არალეგალები არიან, ხელფასის მოთხოვნის უფლება არ აქვთ და არ იციან, რომ მსგავსს შემთხვევაში კანონმდებლობა დამსაქმებელს აჯარიმებს. პროექტი საქართველოს გარდა, თურქეთსა და საბერძნეთშიც ხორციელდება,“ - ამბობსსიდა“- იურისტი მაია პაქსაშვილი. 

ფილმის ჩვენება ,,სიდას"და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიცატივით  პროექტისინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ (G-PAM) ფარგლებში გაიმართა.   

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა