|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული სალონის,,ისრიმი“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ლიტერატურული სალონის ,,ისრიმისაიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც  სალონის დამფუძნებლის, მაია მარუაშვილის ახალი წიგნი წარდგენეს.
ლიტერატურული სალონი "ისრიმი"  გასული საუკუნის 80–იან წლებში, ქუთაისში დაფუძნდა. იმ დროისათვის საქართველოში ეს გახლდათ ერთ-ერთი, ლიტერატურული გაერთიანება, რომელიც შეიქმნა სამთავრობო განჩინების გარეშე, როგორც მწერალთა კავშირის ალტერნატივა, შემოქმედთა თავისუფალი გაერთიანება.

სალონი მწერალმა მაია მარუაშვილმა მასწავლებელთა სახლის ბაზაზე დააფუძნა.

დღევანდელ საღამოზე  სიტყვით გამოვიდნენ პოეტები: ზაალ ებანოიძე, გიზო თავაძე, ბელა უჩაძე, ფერიდე სიმსივე, ხათუნა გედენიძე და სხვები.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა