საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია
დღეს, 2 საათსა და 10 წუთზე, გარდაბნის თბოსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ.
2 საათსა და 20 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა
დასავლეთ
საქართველოს
მომხმარებლების ნაწილს,
ხოლო
დანარჩენ
რეგიონებს
ეტაპობრივად
მიეწოდათ
ელექტროენერგია.
უკვე, 4 საათისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდა
ყველა
მომხმარებელს
საქართველოს
მასშტაბით.
აღნიშნულთან დაკავშირებით
განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, მისი თქმით, მომხდარმა
ფაქტობრივად ნოლზე დასვა ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„მინდა გითხრათ, რომ 15 წუთში უკვე დაიწყო ელექტროენერგიის
მიწოდება დასავლეთ საქართველოდან, პირველი იყო ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი და ეტაპობრივად
მოხდა შემდეგ ყველა რაიონის ქალაქების ჩართვა და დაახლოებით 02.20 საათზე დედაქალაქის
ჩართვა დაიწყო. 04.00 საათზე მთლიანად მთელ საქართველოს მიეწოდებოდა ელექტროენერგია",
- აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი