|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ქალების მიერ გამომუშავებილი ფულით ცხოვრობს"

"ქუთაისის ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების როლი წამყვანია, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ქალების მიერ გამომუშავებული ფულით ცხოვრობს,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოსთნ არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი მამუკა მღვდელაძე. როგორც მან "Newpress.ge"-ს განუცხადა, გენდერულ ჭრილში  ქალაქის ეკონომიკური განვითარების კვლევა აწარმოა, რის შედეგადაც  აღმოჩნდა, რომ  ქუთაისის ოფიციალურ ბიუჯეტს ორჯერ აღემატება უცხოეთიდან გზავნილების სახით შემოსული  თანხა. ( ერთ სულ მოსახლეზე 456 ლარი)  ამასთან მამუკა მღვდელაძე დასძენს,  რომ უცხოეთიდან ემიგრანტების მიერ გამომუშავებული თანხის 80 პროცენტი ქალების მიერაა გამომუშავებული. გარდა ამისა,  ქალაქის საბიუჯეტო შემოსავლებში ასახული თანხების ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 75 პროცენტი,  რომელიც ძირითადად მომსახურეობის და ვაჭრობის სფეროდანაა,  ასევე ქალების დამსახურებაა.

მღვდელაძის თქმით,  ქალების ასეთი მაღალი ფინანსური  წილი, მით უფრო არაკვალიფიციური და  მძიმე ფიზიკური შრომით მოპოვებული,   შემაშფოთებელიც კია -გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი  მამაკაცების შრომითი  გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა