ქუთაისის მერიაში დამატებითი ვაკანსიები გამოცხადდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ 48 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. კონკურსანტები რეგისტრაციას იგივე წესით გაივლიან, ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე წარადგინოს.
კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მეორე ეტაპი, ხვალიდან მესამე, ანუ გასაუბრების ეტაპი ეწყებათ. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის განცხადებით, გასაუბრება ჩატარდება ყოველ დღე. პირველ ეტაპზე, მას მმოქმედი თანამშრომლები გაივლიან, შემდგომში - დანარჩენები.
გასაუბრებას კომისიის 6 ძირითად წევრთან ერთად, მე-7, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრება. არასამთავრობო სექტორიდან ყოველ დღე სხვადასხვა არასამთავრობო სექტორიდან ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანი იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში, გადაღება მაინც ინდივიდუალურად, კონკურსანტის სურვილიდან გამომდინარე მოხდება. გასაუბრებისათვის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე