|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უჩა ნანუაშვილი პროკურატურას არაეფექტურ საქმიანობაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე და 333-ე მუხლებით ატარებს, რაც გულისხმობს აკრძალული ნივთით სარგებლობას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ომბუდსმენს კი მიაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო 144-ე მუხლით, რაც არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები 20 ნოემბერს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ აღნიშნული მსჯავრდებულების მოსანახულებლად. ომბუდსმენის მტკიცებით, ორივე პატიმარს სხეულზე დაზიანებების კვალი კვლავ აღენიშნება. აქედან გამომდინარე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აქცენტის გაკეთება იმაზე, თითქოს დაზიანებების კვალი გამოძიების დაწყების დროისთვის უკვე წაშლილი იქნებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მოქმედებები ამ და სხვა საქმეებზე ნათელს ხდის, რომ უმოკლეს ვადებში საჭიროა საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პოლიციელთა მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებდა. ამასთან, ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოითხოვა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიეცეთ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება.
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააჩქაროს სახალხო დამცველის აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მიღება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მან ასევე მოითხოვა, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახალხო დამცველს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დაშვება დახურულ დაწესებულებებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ამასთან, ომბუდსმენი მედიასაშუალებებს მოუწოდებს გაითავისონ ის უდიდესი როლი, რომელიც მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ეკისრებათ. ომბუდსმენი მედიასაშუალებებს სთხოვს, რომ მსგავს სენსიტიურ თემებზე მათ მიერ მომზადებული ყველა რეპორტაჟი იყოს მაქსიმალურად ობიექტური.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა