გია თევდორაძე: "ეს არის დეკრეტი თვითმმართველობის გაუქმების შესახებ"
საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ ბრიფინგი გამართა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ თვითმმართველობის გაუქმების დეკრეტად აფასებენ. გიორგი თევდორაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ფინანსთა სამინისტროს ნებართვის გარეშე თავიანთ ბიუჯეტში არსებული თანხის განკარგვას ვეღარ შეძლებენ. ,,თვითმმართველობა გამოდის ჭირვეული და არასრულწლოვანი ბავშვის როლში, რომელსაც ჰყვას მეურვე ცენტრალური ხელისუფლების სახით და იგი იღებს მის ნაცვლად გონივრულ გადაწყვეტილებებს."-განაცხადა თევდორაძემ.
,,სრული პასუხისმგებლობით მინდა ავღნიშნო, რომ ეს კანონპროექტი არის ფაქტიურად დეკრეტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველობა უქმდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იყო დაპირებები თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, ფაქტიურად, საპირისპირო შედეგი მივიღეთ. უმრავლესობის მხრიდან შემოთავაზებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობას საკუთარი საბიუჯეტო სახრების მართვის ყველანაირ უფლებას ართმევს. კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველობას რაიმის შესაძენად გამოსაყოფი თანხის ლოდინი თვის ბოლომდე მოუწევს. ავტოკლამის ყიდვაც რომ დასჭირდეს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნოდარ ხადურმა უნდა მიიღოს.“
- განაცხადა გია თევდორაძემ.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის
ბიურო სხდომაზე განსახილველად ამ კვირაში შევა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე