|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანმა სოფელ გეგუთში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. იუსტიციის მინისტრთან ერთად საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი დაესწრო.

"დღეიდან გეგუთის მოსახლეობას საშულება ექნება იუსტიციის სამინისტროს 300-მდე სერვისით ისარგებლოს. მსგავსი სერვის ცენტრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო ინტერნეტი. ცენტრი, აგრეთვე, ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას "- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სერვის-ცენტრის გახსნას მიესალმებიან ადგილობრივები. "საბუთებისთვის მუნიციპალიტეტის ცენტრში გვიხდებოდა ჩასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებრივი ცენტრი დაგვეხმარება ამ საკითხების მოგვარებაში." - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მარინა კუპრავამ.

მსგავსი ტიპის სერვისცენტრების გახსნა საქრთველოს სხვადასხვა რეგიონებში იგეგმება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა