|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართვლობაში კონკურსის მესამე ეტაპი- გასაუბრება დღეს დაიწყო. გასაუბრებას,  პირველ რიგში, ატესტაციას დაქვემდებარებული მერიის და საკრებულოს თანამშრომლები გადიან.  6 წევრისაგან შემდგარ კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ხელმძღვანელობს

შესვენებაზე კომისიის თავმჯდომარემ"Newpress.ge"-ს განუცხადა: " გასაუბრების ეტაპი დილიდან დაიწყო.  გასაუბრებას აკვირდება არასამთავრობოების მიერ შერჩეული წარმომადგენელი. მიმდინაეობს ვიდეო გადაღებაც- კონკურსანტის სურვილიდან გამომდინარე.  ჩვენ მზად ვართ გასაუბრება გავაგრძელოთ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც,  თუ რა თქმა უნდა კონკურსანტს ექნება ამის სურვილი." - აღნიშნა  დავით დვალმა.

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა კრავიშვილის თქმით, გასაუბრებაზე გასული  კონკურსანტებიდან  13 საკრებულოს თანამშრომელია. " საკრებულოდან გასაუბრება 13-მა თანამშრომელმა გაიარა. ამ დროისათვის მერიი თანამშრომლები გადიან გასაუბრებას. ჩემი ინფორმაციით,  საკრებულოს თანამშრომლებს ვიდეოგადაღებასა და არასამავრობოს წარმომადგენლის დასწრებაზე უარი არ უთქვამთ."- უთხრა ჟურნალისტებს ეკა კრავიშვილმა

გასაუბრების ეტაპი ხვალაც გაგრძელდებაკომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის თქმით, კონკურსის მესამე ეტაპი, სავარაუდოდ,  ორ კვირაში დასრულდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა