საქართველოს პარლამენტი ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებაზე მუშაობს
პარლამენტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ დოკუმენტს მიიღებს. სესიაზე, სავარაუდოდ, ორი ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი გავა, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორი საპარლამენტო უმცირესობაა. მეორე პროექტის მომზადებას უმრავლესობა გეგმავს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებთ, უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, სახელმწიფო ინტერესებზეა გათვლილი და ამით ბევრად სჯობს უმცირესობის რეზოლუციას. ,,ნაციონალურ მოძრაობას არა მარტო საკუთარი ტექსტი, საკუთარი გეგმები და დღის წესრიგი აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება სახელმწიფოს ინტერესებს და გადაჰყავს ვექტორი იმ პოლიტიკაზე, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩვენი ვარიანტი, საკმაოდ დახვეწილი და საქმიანია", - განაცხადა ვოლსკიმ.
საპირისპიროს ამტკიცებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“. აკაკი მინაშვილის განცხადებით, მათი რეზოლუცია ეფუძნება იმ პრინციპებსა და შეხედულებებს, რომელზედაც ცივილიზებული სამყარო დგას. ,, ,,ჩვენს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. დღეს, მთელი დასავლური, განვითარებული სამყარო დგას ერთ პოზიციაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა შეჩერდეს, რადგანაც დაიწყო აფხაზეთის ანექსია, რუსეთის მხრიდან
ავტორი: გიგა გელხვიიძე