|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საინვესტიციო ფირმა „შულცი“ საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ჩართვას აპირებს

ამერიკული კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფირმა „შულცი“ საქართველოში ჰიდროენერგეტიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში აპირებს ჩართვას. შულცის გეგმებით, ინვესტიციები განხორციელდება როგორც კერძო კაპიტალში, ისე სასესხო მიმართულებით.
ამის შესახებ "შულც გლობალ ინვესტმენტის" დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგია არის მცირე და საშუალო ჰესებში ინვესტირება. ასეთი მოთამაშეები ბაზარზე ნაკლებია და იმპლემენტაციის რისკიც მცირეა. ამიტომ ჩვენი გამოცდილებით შევძლებთ სწორი პროექტების მოძებნას და გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, ვფიქრობთ, რომ ასეთი ჰესები ძალიან მიმზიდველია და გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვის საშუალებას მოგვცემს.“ - ამბობს მიხეილ ნიბლაძე.

„შულც გლობალი“ ამ ეტაპზე საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის თანადაფინანსებაში 100 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკმაოდ საინტერესო და სერიოზული პოტენციალი აქვს ჰიდროენერგო რესურსების მიმართულებით. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა