ენერგოპრო ჯორჯია მოსალოდნელი ენერგოშეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შაბათს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქ. ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს.
35/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 2” ჩასატარებელ პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქ. ქუთაისის ცენტრში და შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს. მათ შორის აქ არსებულ დაწესებულებებს, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 8400 აბონენტს.
ავტორი: ნიუპრესი