ჩეხეთის მთავრობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტს ახორციელებს
„განათლების გაუმჯობესება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - ასეთი სახელწოდებით ახალი პროექტი 2014 წლის ოქტომბერში დაწყო. მისი მიზანი ჩეხეთის აგროტექნიკური უნივერიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში ჩეხი სპეციალისტები ლექციების 7 კურსს წაიკითხავენ, უნივერსიტეტის ლექტორებისათვის ჩატარდება სემინარები. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევის საგრანტო კონკურსში და ჩეხ კოლეგებთან ერთად ჩაერთონ 2015 წლის საზაფხულო სკოლაში. მხარდაჭერილი იქნება კლასგარეშე აქტივობები, რომელიც გულისხმობს დოკუმენტური ფილმის ფესტივალთან და კარიერის დღესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას. აგრეთვე დაგეგმილია ტექნიკის და სამეცნიერო ლიტერატურის შეძენა.
პროექტს 2015 წლის
ბოლომდე ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების
სააგენტო აფინანსებს.
ავტორი: ანა ჯიქია