რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმის პრემიერა ქუთაისში გაიმართა.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმის პრემიერა ქუთაისში გაიმართა.
კოტე ვერულაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ჩვენ ყველანი ჩვენი ფესვებიდან მოვდივართ" ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში აჩვენეს.
"სიმბოლურია, ფილმის პრემიერის ქუთაისში გამართვა, რადგან ბატონი რეზო ჩხეიძე უახლოეს პერიოდში საცხოვრებლად ჩვენს ქალაქში გადმოდის"- თქვა შეხვედრის ორგანიზატორმა შალვა კამლაძემ.
ფილმში გამოყენებულია კადრები ქუთაისური პეიზაჟებით.
ლიცეუმშივე გაიმართა პროექტის "ავტოგრაფი" წარდგენა. რეზო ჩხეიძემ თავისი შთაბეჭდილება და ავტოგრაფი ქუთაისს სპეციალურ ბანერზე დაუტოვა.
შეხვედრის ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი იყო, პროექტი "ავტოგრაფი" კი შალვა კამლაძის ავტორობით ხორცილედება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი