სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მრჩეველი წარადგინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისის გახსნისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ახალი მრჩეველი წარადინა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლად ზურაბ ჩეკურაშვილი დაინიშნა.
„ევროპასთან ჰარმონიზაციის საკითხში მნიშვნელოვანია ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რაც აღებული გვაქვს ევროპასთან ასოცირების ნაწილში და ვფიქრობ, ზურაბი ამაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს, “- განაცხადა ოთარ დანელიამ.
ზურაბ ჩეკურაშვილი მანამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა