|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

IDFI საქართველოში ბოლო წლების მკვლელობების სტატისკიკას აქვეყნებს

2014 წლის 25 სექტემბერს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა"- IDFI   საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ გაცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2003-2014 წლების რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა. 
 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ  ნიშნულს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება.
2012 წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა.

როგორც, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აღნიშნავს, 2013–2014 წლებისთვის  მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება შეუძლებელია, რადგან  ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობისათვის.  აღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით კი ორგანიზაცია შესაძლებელად მიიჩნევს  ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ გარკვეული დასკვნების გამოტანას. კერძოდ, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. "აღნიშნულიდან გამომდინარე,  შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა".-ნათქვამია  IDFI-ის განცხადებაში. 
 განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით.  
 
2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის პერიოდში ფიქსირდება მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა