|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩის ბავშვებისათვის კრიზისული ინტერვენციის ცენტრის გახსნა იგეგმება

„ქუჩის ბავშვები საბავშვო ბაღებსა და სკოლებს არიდებულნი არიან. მათ არ გააჩნიათ არანაირი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“, - აღნიშნულის შესახებ World Vision-ის იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა, დავით ჩხობაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, World Vision-მა უკვე განახორციელა პროექტი, რომლის მიზანიც აღნიშნული ბავშვების დახმარება და მათი ქუჩადან მოწყვეტა იყო.

„წინა პროექტში გარკვეული აქტივობების განხორციელების შემდეგ, ქუჩის ბავშვები თავად მოგვმართავდნენ, მოდიოდნენ  და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამდნენ. რამოდენიმე ბავშვმა თავისი სურვილით სკოლაშიც კი დაიწყო სიარული და ქუჩას მოწყდა. ისევ ვაპირებთ მსგავსი პროექტის განხორციელებას, კერძოდ, კრიზისული ინტერვენციის ცენტრის გახსნას. 300 ბავშვიდან ჩვენ რაღაც ნაწილის ქუჩიდან გამოყვანა რომ შევძლოთ, ვფიქრობ უკვე კარგი შედეგი იქნება“, - განაცხადა დავით ჩხობაძემ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნოდარ ჯიქიამ აღნიშნა, თავის მხრივ, საია ქუჩის ბავშვებს  დახმარებას უწევდა.

 „60 ბავშვს პირადობის მოწმობები გავუკეთეთ. მათ დაბადების მოწმობებიც არ ქონდათ. არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც წინა ხელისუფლებას ქონდა შემუშავებული. მისი ნაწილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაა, შეუსრულებელია", - აღნიშნა ჯიქიამ.

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა