|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარავენრომლებმაც პარლამენტის შენობის წინ სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით,  "ეს არის რეგრესული კანონპროექტი, მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება.  ამ სისტემის შესახებ წარმოდგენა, როგორც დავინახეთ, კანონპროექტის ინიციატორებს და მის შემუშავებაში ჩართულ პირებსაც   არ აქვთ.”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აქციას „საქართველოს პრესის ასოციაციაც“  შეუერთდა, ასოციაციის დირექტორის ლაშა ტუღუშის თქმით, ამ კანონის მიღება დაუშვებელია: „არ შეიძლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვიღაცები უძვრებოდნენ გულში, სულში და ჯიბეში. დაუშვებელია ასეთი დრაკონული კანონის მიღება.“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 




ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა