|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არასამთავრობო სექტორმა საკრებულოს ინიციატივები წარუდგინა

 ქუთაისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა საიას ოფისში გამართეს, სადაც განვლილი თვის საქმიანობა შეაჯამეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები შემდგომი რეაგირებისთვის უკვე წარედგინა ქუთაისის საკრებულოს. როგორც საიას იურისტმა, ნოდარ ჯიქიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება ბევრად ადეკვატურად გაიზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, მათ შორის, შშმ პირების და დევნილთა განსახლების კომპაქტური ცენტრების შესახებ.

 „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დამფუძნებლის ნათია გუდავას თქმით, არასამთავრობო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევა თვითმმართველობის დაგეგმილ ბიუჯეტში აისახა. „ჩემმა ორგანიზაციამ სხვა ორგანიზაციებთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი თვე გაიარა. საქმიანობა შეეხებოდა შშმ პირების ირგვლივ გარკვეული საკითხების ლობირების თანმიმდევრობას და ამ საკითხების რანჟირებას. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ ორგანიზაციების გაერთიანებული ძალისხმევა და კოალიციური მუშაობა შედეგს იღებს თვითმმართველობის დაგეგმილ ბიუჯეტში“, - აღნიშნა გუდავამ.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა