|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რკინიგზის თანამშრომლები გაფიცულ კოლეგებს უერთდებიან

ამ წუთებში ქუთაისის რკინიგზის  სადგურში აქცია მიმდინარეობს. ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე გაფიცვას უერთდებიან.

სადგურის "ქუთაისი 2" პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარისდიმიტრი სულაქველიძის თქმით, მათ 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. "ჩვენ მოლარაპაკებებსვაწარმოებდით საქართველოს რკინიგზელთა თავმჯდომარესთან, ვიტალიგიორგაძესთან, თუმცა უშედეგოდ. ხელმძღვანელობის თქმით,  თურმე ჩვენ 9 მოთხოვნაგქონდა და 7 შეასრულეს. ეს არაა სწორი. რეალურად ჩვენ 3 მოთხოვნა გვაქვს,  რომლისშესრულებასაც ვითხვთ. ჩვენ ვითხოვთ  საქართველოს რკინიგზაში დარიგდეს მეცამეტე ხელფასი, რომელიც გვეკუთვნის, გაიცეს ხელფასები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.   " - განაცხადა დიმიტრი სულაქველიძემ.

ქუთაისის რკინიგზის თანამშრომლების თქმით,  ისინი გაიფიცებიან  მანამ,  სანამ მათიმოთხოვნები  არ დაკმაყოფილდება:  "არ გავალთ სამსახურში, სანამ მთავრობის დონეზე არგადაწყდება ყველაფერი. ვუერთდებით საქართველოს მასტაბით გაფიცულ რკინიგზელებს.გვინდოდა ცივილიზებულად გადაგვეწყვიტა ყველაფერი, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს არისურვა. ჩვენ საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნებს და არ ვაპირებთ უკან დახევას. "-ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე ემზარ ლომთაძე.

 გაფიცული რკინიგზელები აქციის გამართვას პარლამენტის შენობასთან გეგმავენ.

ან დროისათვის   რკინიგზის 40 - მდე თანამშრომელია გაფიცული.

 


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა