ფარული მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ
მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვეტოს უფლება პრეზიდენტმა უკვე მეორედ გამოიიყენა. პირველად ამ უფლებით მან გასულ თვეში ისარგებლა და "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.
სანაცვლოდ, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. პრეზიდენტისეულ ვარიანტში, რომელიც პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება ე.წ. გასაღები სასამართლოს რჩება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს.
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღესვე იმსჯელებს. არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა