|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსი პეტრიაშვილი: ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ასლან კახიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

პეტრიაშვილმა აღნიშნული ფაქტი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

   ,, ხელისუფლების მხრიდან პარტიის წევრებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოტივად და საფუძვლად ამ გადაყენებას უდევს ის, რომ ბატონი ასლან კახიძე  „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ვინაიდან „თავისუფალი დემოკრატები“  ოპოზიციაშია, ამიტომ ის უნდა იქნეს გადაყენებული. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლა და ამ დისკრიმინაციას რეალურად ჩვენ არ შევეგუებით.“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.


წყარო: tv25.ge

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა