|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტები საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გადაგზავნილია და დღესვე გამოქვეყნდება. 
პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დღეს დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი  82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. 
კენჭი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის ფარგლებში ოთხ კანონპროექტს ცალცალკე ეყარა. 
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც ხმათა უმრავლესობით არ იქნა გაზიარებული.
 ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა.  მეორე "გასაღები" კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადავიდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა