"საქართველოს რკინიგზა", შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს
"საქართველოს რკინიგზა", შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულებთან მიმართებაში კომპანიამ რამდენიმე მიმართულებით დათმო და გაფიცულრკინიგზელებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია თავის ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს მზადყოფნას გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს შეხვდეს:
„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ რკინიგზის “ახალი პროფკავშირი“ არის გაერთიანებული პროფკავშირის შემადგენელი ნაწილი, დიალოგის ეფექტიანობის გაზრდისათვის, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი მზადაა, მედიატორის ორგანიზებით, ან პირისპირ, შეხვდეს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს.“- ნათქვამია განცხადებაში.
რკინიგზელები მეცამეტე ხელფასს , ზეგანაკვეთური შრომის, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურებას ითხოვენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა კომპრომისზე წავა „საქართველოს რკინიგზა“. მათი განცხადებით, გამოცხადებულია მედიამორატორიუმი, რათა საქმის მსვლელობას ხელი არ შეეშალოს.
ამჟამად გაფიცვა კახეთში, ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში გრძელდება. გაფიცულია ქუთაისის რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი, ისინი დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა