|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ

ხელფასის გაზრდისა და  შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. 
 „ძალზე მცირეა თანამშრომელთა ხელფასები, ამიტომ მათ სურთ ხელფასის ზრდა.  200-250 ლარად ამ ადამიანებს საქმიანობა უჭირთ.“- განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.
ბიბლიოთეკის გაფიცულ თანამშრომლებს მერის მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა უპასუხა. მისი თქმით,  საჯარო ბიბლიოთეკაში ხელფასების გაზრდის საკითხს მას შემდეგ განიხილავნ, რაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია მოხდება.
“2014 წლის დასაწყისში ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელფასი დაახლოებით 25 პროცენტით გაიზრდება. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდას არ ვეგმავთ. ხელფასის გაზრდა რეორგანიზაციის შემდეგ შეიძლება მოხდეს.  მას შემდეგ, რაც  იქ დარჩება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა.  გაზრდილ ხელფასს ისინი იმის შემდეგ მიიღებენ, რაც ატესტაციას ან კონკურსს გაივლიან.“ - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა