გიორგი ამაშუკელი: სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს რეგიონალური განვითარება წარმოადგენს
იმერეთში, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013-14 წლებში განხორციელებული სამუშაობი წარმოადგინა. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ამაშუკელის თქმით, სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს რეგიონალური განვითარება წარმოადგენს.
„რეგიონალური განვითარება ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი სამინისტრო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი - რეგიონის მდგრადი და ეკონომიკური განვითარება, მეორე - კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. იმერეთის რეგიონში 353 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს 565 მილიონი ლარის პროექტები. 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუექტურული პროექტებისთვის დაახლოებით 213 მილიონი ლარია გამოყოფილი.“- განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















