ქუთაისს პოლონელი ბიზნესმენები სტუმრობენ
ქალაქის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე
პოლონელ ბიზნესმენს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ადგილობრივი და პოლონელი ბიზნესმენების დაახლოება
და ბიზნესწინადადებების შემუშავება იყო.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაკავშიროთ
ადგილობრივი ბიზნესმენები პოლონურ მხარესთან. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით და გავეცნობით მათ წინადადებებს. ვიმოდოვნებ, ეს შეხვედრები ქალაქში ბიზნესაქტივობას გამოიწვევს.“- განაცხადა კოტე ქავთარაძემ.
პოლონელი ბიზნესმენების თქმით, მათ
ქვეყანაში საქართველოსადმი ინტერესი გაზრდილია და პოლონეთში ქუთაისის წარმომადგენლებსაც
ელოდებიან.
„წარმოვადგენ პოლონეთის სავაჭრო პალატას, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მეწარმეთა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ისინი დაინტრესებულები არიან საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოთი. მინდა ვთქვა, რომ პოლონეთში საკმაოდ გაზრდილია ინტერესი თქვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ საპასუხო ვიზიტით ასევე ვეპატიჯებით ქუთაისის წარმომადგენლებს“, - განაცხადა რიზარდ ტურზანსკიმ.
ქუთაისს 14 უცხოელი
ბიზნესმენი სტუმრობს. მათი ვიზიტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიგეგმა.
ავტორი: ანა ჯიქია