|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირთა საერთაშორისო დღე ქუთაისში საზეიმო კონცერტით დასრულდა

    შშმ  პირთა საერთაშორისო დღე  ქუთაისში  მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღის ბოლოს  საზეიმო კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა, რომელშიც მონაწილობას შშმ პირები იღებდნენ.

    ,,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან მომივიდა მოწვევა, რამაც ძალიან გამახარა. დღეს ჩემს  დაწერილ სიმღერას შევასრულებ, რომლითაც უკვე ორი საერთაშორისო გრანპრი ავიღე“ - განუცხადა Newpress.ge-ს ღონისძიების მონაწილემ შაბან მამედოვმა.

,,საქართველოს სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი გახლავთ შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში. 3 დეკემბერთან დაკავშირებული  კვირეულის ფარგლებში   ვიმყოფებით დღეს  ქუთაისში,  სადაც შშმ პირები საქართველოს 15 ქალაქიდან ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა.

დღევანდელი დღის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის მერია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

   ,,ჩვენ ორგანიზება გაუწიეთ სპორტის სასახლეში შეკრებილ პირებს გადაადგილებაში, სხვასხვა თამაშებში მონაწილეობის მიღებაში. ჩვენი ორგანიზაცია მზად არის ყოველთვის გაუწიოს თანადგომა მსგავს ღონისძიებებს“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "თობათა დიალოგის" წარმომადგენელმა ციცინო ძაძუამ.

             

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა