|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ,,ხრინგავენ“ ქუთაისში?

გოგი წულაია ქუთაისის მერიის მიერ სკვერების გასხვისებას და მათი უსახური შენობებით ჩანაცვლებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება მიდის იმ გზით, რომელსაც წინა ხელისუფლება ადგა.
ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და არ დაუკარგოთ იერსახე ქალაქს, ტურისტს უსახური, მინის შენობებით ვერ გააკვირვებ, მათ ის ძველი და ისტორიული უფრო აინტერესებთ, რაც გვაქვს.
,, ქალაქში არ არსებობს სკვერი და ადგილი, რომელიც გაყიდული არ არის და იქ შენობებს არ ხრინგავდენ. სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ იმას, რაც ხდება ჭავჭავაძეზე, ტროლეიბუსების სამმართვლოსთან, გორის ქუჩაზე, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელ ხიდთან და ასე შემდეგ. მოვუწოდებ ქუთაისის მერიას, შეწყვიტოს ასეთი შენობებით ქალაქის იერსახის დამახინჯება“, - განაცხადა წულაიამ.
მსგავსი სახის მშენებლობებს აპროტესტებს მოსახლეობაც. ,,არ შეიძლება ამ ადგილების გასხვისება. ყოვლად დაუშვებელია ხეზე, რომელიც ყვავის და გამწვანებულია, გასცე საბუთი, რომ უვრგისია და მოსაჭრელი. ვთხოვთ ქალაქის მერიას, შეაჩეროს მსგავსი მშენებლობები და შეგვინარჩუნოს სკვერები, რომელიც ძალზედ საჭიროა ქალაქისთვის“- განახადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი არაზაშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა