|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა გასაუბრების ეტაპი დაასრულეს

ქუთაისის თვითმმართველობაში გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.  დღეს გასაუბრების ეტაპი  ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა, ატესტაციას დაქვემდებარებულმა  პირებმა  დაასრულეს.  გასაუბრება მერიისა და საკრებულოს 58-მა თანამშრომელმა გაიარა.  ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა შედეგებზე საკონკურსო საატესტაციო კომისიაში  განცხადებას ჯერ არ ააკეთებენ. 

„ჯერჯერობით  კომისის წევრები  განცხადებას არ აკეთებენ, რადგან ელოდებიან გასაუბრების  საბოლოო დასრულებას.  ჯერჯერობით მიმდინარეობს  კონკურსანტებთან  გასაუბრება," - განაცხადა საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა კრავიშვილმა.  მისი თქმით, კონკურსის გასაუბრებაზე ჯერ ის   კონკურსანტები გადიან, რომელთაც განაცხადი საკრებულოს ვაკანსიებზე აქვთ შეტანილი.   

საკრებულოში დასაქმების მსურველებთან  გასაუბრების პროცესი 3 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ეტაპს თვითმმართველობის აღმასრულებელი სტრუქტურის მომავალი  თანამშრომლები გაივლიან.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა