|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის თვითმმართველობაში კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

   ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციებზე სულ 327 განაცხადი შევიდა, მათგან პირველი ეტაპი, საბუთების შერჩევა 310-მა, ხოლო მეორე, ტესტირება 149 აპლიკანტმა გაიარა, რომლებიც გასაუბრებას საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან გაივლიან.

   საკონკურსო - საატესტაციო კომისია ხუთი წევრისგან შედგება, მას საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ მაჩიტაძე ხელმძღვანელობს, დანარჩენი 4 წევრი კი საკრებულოსა და გამგეობის მმოქმედი თანამშრომლები და ერთი პედაგოგია.
      საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კომისიაში  შემადგენლობაში არცერთი იურისტი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის. 
კომისიის  5 წევრიდან 4 მმართველი გუნდის ,,ქართული ოცნების" წევრია, თუმცა მაჩიტაძის თქმით, რაიმე მიკერძოებას, ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ექნება.
    ,,საკრებულოს თითქმის ყველა თანამშრომელმა გაიარა ატესტაცია და გადალახა ბარიერი, მათგან ზოგი სხვა პოლიტიკური კურსის მატარებელია, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ ჩემგან რაიმე სახის შევიწროებას ჰქონია ადგილი" - განუცხადა "newpress.ge"-ს გრიგოლ მაჩიტაძემ.
     

ავტორი: გიგა გელხვიიძე