|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ ვიქტორინაში ქუთაისელი მოსწავლეები მონაწილეობენ

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ  ვიქტორინაში  "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" მონაწილეობას ქუთაისელი მოსწავლეებიც მიიღებენ. ღონისძიება დღეს,  ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" ტარდება.

ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

ვიქტორინა, წელს, დასავლეთ საქართველოში პირველად ტარდება. ერთმანეთს ხუთი გუნდი შეეჯიბრება:  "საქართველოს გაეროს ასოციაციის" ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბები

გამარჯვებული გუნდის წევრები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ყველა მონაწილეს სამახსოვრო პრიზები გადაეცემა.

ვიქტორინა ტარდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი