|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

უკრაინაში დაღუპული  მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს. იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  გრიგოლაშვილის ოჯახში მივიდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს.
"ქუთაისის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთ-ერთი ღირსეული თანაქალაქელი დავკარგეთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით დაღუპულის ოჯახში და მათთან შეთანხმებით, დაკრძალვისთვის ყველა ხარჯს ქუთაისის თვითმმართველობა გაიღებს", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 

 ქუთაისელი ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა.

ავტორი: ნიუპრესი