|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი:"ის რაც მოახერხეს სხვა სახელმწიფოებმა, საქართველომაც უნდა შეძლოს"

   საქართველომ რუსეთთან თანაარსებობა უნდა მოახერხოს, ეს არის განცხადება, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

   ,,ის რაც მოახერხეს სხვა სახელმწიფოებმა, საქართველომაც უნდა შეძლოს. სახელმწიფო მოხელეებმა უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყანა ყოველგვარი უბედურებისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა და არასოდეს არ უნდა იფიქრონ, რომ მოვატყუებთ და ვიღაცას დავჩაგრავთ. როდესაც თანაარსებობა გინდა შენ უნდა იფიქრო მის ინტერესებზედაც, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენთან თანაარსებობა", - განაცხადა ივანიშვილმა.
     ივანიშვილმა  კომენტარი რუსეთის  პოლიტიკური კურსის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არასწორია და პრობლემას უქმნის არამარტო რეგიონს, არამედ მთელ  მსოფლიოს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე