USAID არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საჯარო პოლიტიკის იმ მიმართულების შემუშავებაში, რომელიც ხელს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უწყობს. საკონკურსო პროგრამები მიზნად უნდა
ისახავდეს საზოგადოების გააქტიურებას სხვადასხვა პრობლემური საკითხების
წამოჭრასა და გადაწყვეტაში, საჯარო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგის
ანგარიშების გაუმჯობესებას და დახვეწას, ასევე სანდო და დაბალანსებული
ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
საგრანტო კონკურსში ჩართვას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "ჩვენ ორგანიზაციას
არ
აქვს
დიდი
გამოცდილება
ამ
კუთხით,
მაგრამ
შევეცდებით
ჩვენი
წვლილი
შევიტანოთ
პროექტში
პარტნიორობის
თვალსაზრისით. ვფიქრობ,
ეს
პროექტი
ხელს
შეუწყოს
ჩვენს
ქალაქში
საჯარო
მმართველობის
გაუმჯობესებას", - განაცხადა "თაობათა
დიალოგის"
ხელმძღვანელმა
ნუგზარ
კოხრეიძემ.
კონკურსზე წარდგენილი განცხადებების განხილვა 2 ეტაპად წარიმართება. საუკეთესო წინადადებების შერჩევის შემდეგ მაძიებლებს სრული განაცხადის წარდგენა ევალებათ. საინფორმაციო შეხვედრების გამართვას USAID -ის წარმომადგენლები ზუგდიდში, გორში და თელავში გეგმავენ.
საგრანტო კონკურსზე განაცხადებების მიღების ბოლო ვადა 17 თებერვალია.
ავტორი: ანა ჯიქია